Novacoat 256
1.00
ერთეული :
1კგ ქილა
მაღალი სიპრიალის ძალიან სწრაფად შრობადი ოფსეტური ბეჭდვის ლაქი
K+E® Novacoat – ოფსეტური ბეჭდვის ლაქი (ზეთის ფუძეზე)
თვისებები:
- Novacoat® 256 არის მაღალი სიპრიალის მქონე ზეთოვანი ლაქი, დაჩქარებული ოქსიდატური შრობის თვისებით და წაშლისადმი ძლიერი მდგრადობით, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ ბეჭდვის შემდგომ დამუშავებას.
- იგი თავსებადია ყველა ტიპის ორმხრივი ბეჭდვის, მრავალფერიანი საბეჭდი დანადგარებისთვის. თავსებადია როგორც „სველი სველზე“, ასევე „სველი მშრალზე“ ბეჭდვისთვის.
უპირატესობები:
- უსწრაფესი ოქსიდატური შრობა.
- წაშლისადმი ძლიერი მდგრადობა;
- მაღალი სიპრიალე;
- თავსებადია როგორც „სველი სველზე“, ასევე „სველი მშრალზე“ ბეჭდვისთვის;
- სწრაფი ფიქსირება;
- იდეალურია ცარცის, არაცარცის და მუყაოს ქაღალდებისთვის.
შრობა: ოქსიდატური შრობა.
ზედაპირები: ცარცის, არაცარცის და მუყაოს ქაღალდი. თავსებადია ცუდად შეწოვადი ზედაპირებისთვის, მათ შორის მეტალიზირებული ქაღალდებისთვის.
შენიშვნა: საბეჭდი საღებავები, რომლებსაც ლაქირება უკეთდება ზეთოვანი ლაქით, არ საჭიროებენ სპეციალურ გამძლე თვისებებს. მისი ოპტიმალური დოზაა: 1.5 - 1.8გ/მ2. მხოლოდ სწორი დოზირების დროს მიიღება მაქსიმალური სიპრიალე და წაშლისადმი მდგრადობა.