ოფსეტური რეზინი, „პლანკით“
1.00
ერთეული :
1ც.
Perfect Dot® Arm
- Perfect Dot® MX შექმნილია ყველა ტიპის და ნებისმიერი ფორმატის ოფსეტური ბეჭდვის, როგორც მაღალსიჩქარიან (თანამედროვე) ასევე შედარებით დაბალსიჩქარიანი (მოძველებული) საბეჭდი მანქანებისთვის.
- Perfect Dot® MX-ი ბეჭდვით ინდუსტრიაში შემოვიდა გამოფენა „Drupa 1990“-დან და დროთა განმავლობაში ვითარდებოდა ოფსეტურ ბეჭდვაში, მაღალი ხარისხის მოთხოვნების ზრდასთან ერთად. 30 წლის განმავლობაში, Perfect Dot® MX-ი წარმოადგენდა ჰაიდელბერგის ახალი საბეჭდი მანქანების აღჭურვილობას.
- Perfect Dot® MX-ის მკვეთრი წერტილის და საშუალო ტონებში საღებავის გადაცემის ადვილად კონტროლის გამო, გამოიყენება მთელი მსოფლიოს წამყვან სტამბებში.
- ამ თვისებებს საფუძველში უდევს სპეციალურად წარმოებული უმაღლესი ხარისხის ნედლეული, რითაც პროდუქტი იძენს საუკეთესო მიკროსტრუქტურას. მისი მაღალი სიმკვრივე გარანტიას იძლევა რასტრის წერტილების ძალიან დიდ სიზუსტეს, ტირაჟის გამძლეობას და გაჭყლეტვის წინააღმდეგობას.
- გარდა ამისა, რეზინის გარე ფენა ხელს უშლის ზედაპირზე ქაღალდის მტვრის და ზედმეტი საღებავის დაგროვებას, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ჩამორეცხვის დროის შემცირებას.
უპირატესობები:
- საღებავის ოპტიმალური გადაცემა;
- საღებავის გადაცემის ადვილი კონტროლი;
- გაჭყლეტვის დაბალი ფაქტორი;
- მაღალი კომპრესიულობა და ხარისხი.
გამოყენება:
- ფონის ბეჭდვის შემთხვევაში, ანაბეჭდზე საღებავის მაღალი სიზუსტით განაწილება;
- კარგად ესადაგება ყველანაირი ტიპის ქაღალდს, მათ შორის მაღალი ხარისხის სქელ მუყაოს;
- იდეალურია ყველა ტიპის და ნებისმიერი ფორმატის, როგორც მაღალსიჩქარიან (თანამედროვე) ასევე შედარებით დაბალსიჩქარიან (მოძველებულ) მანქანებისთვის.
თვისებები:
- ფერი: მწვანე
- ზედაპირი: გახეხილი და გაპრიალებული
- სისქე: 1,95
- სიმტკიცე: Shore А 80
- ბეჭდვის წნევა: 0.10 მილიმეტრზე N/cm2 77
- ბეჭდვის წნევა: 0.20 მილიმეტრზე N/cm2 142
- გაჭიმვაზე წინააღმდეგობის გაწევის უნარი: N/50 მმ >4000