Perfect Dot® MX შექმნილია ყველა ტიპის და ნებისმიერი ფორმატის ოფსეტური ბეჭდვის, როგორც მაღალსიჩქარიან (თანამედროვე) ასევე შედარებით დაბალსიჩქარიანი (მოძველებული) საბეჭდი მანქანებისთვის.
Perfect Dot® MX-ი ბეჭდვით ინდუსტრიაში შემოვიდა გამოფენა „Drupa 1990“-დან და დროთა განმავლობაში ვითარდებოდა ოფსეტურ ბეჭდვაში, მაღალი ხარისხის მოთხოვნების ზრდასთან ერთად. 30 წლის განმავლობაში, Perfect Dot® MX-ი წარმოადგენდა ჰაიდელბერგის ახალი საბეჭდი მანქანების აღჭურვილობას.
Perfect Dot® MX-ის მკვეთრი წერტილის და საშუალო ტონებში საღებავის გადაცემის ადვილად კონტროლის გამო, გამოიყენება მთელი მსოფლიოს წამყვან სტამბებში.
ამ თვისებებს საფუძველში უდევს სპეციალურად წარმოებული უმაღლესი ხარისხის ნედლეული, რითაც პროდუქტი იძენს საუკეთესო მიკროსტრუქტურას. მისი მაღალი სიმკვრივე გარანტიას იძლევა რასტრის წერტილების ძალიან დიდ სიზუსტეს, ტირაჟის გამძლეობას და გაჭყლეტვის წინააღმდეგობას.
გარდა ამისა, რეზინის გარე ფენა ხელს უშლის ზედაპირზე ქაღალდის მტვრის და ზედმეტი საღებავის დაგროვებას, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ჩამორეცხვის დროის შემცირებას.
უპირატესობები:
საღებავის ოპტიმალური გადაცემა;
საღებავის გადაცემის ადვილი კონტროლი;
გაჭყლეტვის დაბალი ფაქტორი;
მაღალი კომპრესიულობა და ხარისხი.
გამოყენება:
ფონის ბეჭდვის შემთხვევაში, ანაბეჭდზე საღებავის მაღალი სიზუსტით განაწილება;
კარგად ესადაგება ყველანაირი ტიპის ქაღალდს, მათ შორის მაღალი ხარისხის სქელ მუყაოს;
იდეალურია ყველა ტიპის და ნებისმიერი ფორმატის, როგორც მაღალსიჩქარიან (თანამედროვე) ასევე შედარებით დაბალსიჩქარიან (მოძველებულ) მანქანებისთვის.
თვისებები:
ფერი: მწვანე
ზედაპირი: გახეხილი და გაპრიალებული
სისქე: 1,95
სიმტკიცე: Shore А 80
ბეჭდვის წნევა: 0.10 მილიმეტრზე N/cm2 77
ბეჭდვის წნევა: 0.20 მილიმეტრზე N/cm2 142
გაჭიმვაზე წინააღმდეგობის გაწევის უნარი: N/50 მმ >4000