Varn® Penetration Plus

Varn® Penetration Plus

1.00
ერთეული : 1ლ. ბოთლი

ლილვების და დეკელების გაუმჯობესებული მოვლა.

ნებისმიერი ტიპის საბეჭდი დანადგარის ლილვების და დეკელების აღმდგენი საშუალება.

 

პროდუქტის აღწერა:

  • Varn® Penetration Plus  წმენდს და აღადგენს ლილვებს და დეკელებს, ამაღლებს ბეჭდვის ხარისხს და ზრდის მათი მუშაობს ხანგრძლივობას. 
  • რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, ხელს უწყობს ნებისმიერი წარმონაქმნის გაჩენას და არსებულის შემცირებას.
  • გაჩნია წყალში ხსნადობის თვისება, რაც დამატებით უზრუნველყოფს კალციუმის და ქაღალდის ნარჩენების მოშორებას, როგორც ლილვებიდან ასევე დეკელებიდან.

Varn® Penetration Plus:

  • ზრდის ლილვების და დეკელის მომსახურების ვადას.
  • მისი გამოყენება შესაძლებელია ძალიან სწრაფად.
  • დეკელების და ლილვების პირვანდელი თვისებების აღდგენით აუმჯობესებს ბეჭდვის ხარისხს.
  • არ გამოიყენოთ გაუმჟღავნებელ ფორმებზე.
  • არ არის შესაბამისი EPDM რეზინის შემცველი პროდუქციაზე გამოყენებისათვის.

თვისებები:

  • რეზინის ელემენტების გაწმენდა და აღდგენა.
  • რეზინის პირვანდელი თვისებების აღდგენა.
  • ლილვების ღრმა წმენდა ერთი გადასმით.

უპირატესობები:

  • ლილვების და დეკელის მომსახურების გახანგრძლივება.
  • საღებავის გადაცემის ოპტიმიზაცია.
  • საბეჭდ სექციაში საღებავის სწრაფი შეცვლა.

სარგებელი:

  • მანქანის ხშირი გაჩერებების შემცირება.
  • ხარჯების შემცირება.
  • ბეჭდვის სტაბილურობის გახანგრძლივება.
  • წარმადობის გაზრდა.

გამოყენება:

დეკელი: გამოიყენება ყოველი ცვლის შემდგომ დეკელის გასაწმენდად, ხანგრძლივი მუშაობის შემდგ Varn® Penetration Plus შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც დეკელის სრული რეცხვის ჩასანაცვლებლად. საბოლოო წყლით გაწმენდა დეკელს სრულად დაუბრუნებს პირვანდელ სახეს.

ლილვები: გამოიყენება ხელით წმენდის დროს, სტანდარტული სარეცხი საშუალების მაგივრად. ჩართეთ დანადგარი და ამუშავეთ რამდენიმე წუთი, ჩამოსარეცხი რაკელის მიდებამდე. შემდგომ ჩამორეცხეთ წყლით. ბეჭდვის ხარისხის და საღებავის გადატანის გაუმჯობესება თვალსაჩინო ხდება პირველივე გამოყენებისას.

საკვები შეფუთვის წარმოების შემთხვევაში, მიჰყევით შესაბამისი წარმოების პრაქტიკის (GMP) მითითებებს.