Novaplast 4 S 141 Blue Reflex Blue
საღებავების სერია მეტალიზირებული ქაღალდის და სხვა არაშეწოვადი მასალებისთვის
სპეციალური და ძირითადი საღებავის სერია, ფურცლოვანი ოფსეტური ბეჭდვისთვის
პროდუქტის აღწერა:
- Novaplast® BIO – ექსტრემალურად სწრაფი ოქსიდატორი შრობის საღებავია, – შექმნილია მეტალიზირებულ ქაღალდებზე და სხვა არაშეწოვად მასალებზე საბეჭდად, რომელიც მზადდება ბუნებრივად განახლებად ნედლეულზე.
- იგი შეიცავს როგორც ძირითად Yellow, Magenta, Cyan ასევე 11 მონოპიგმენტურ, გამჭვირვალე თეთრს, დამფარავ თეთრს და ასევე შავ საღებავებს.
- Novaplast® BIO – საღებავის ძირითადი უპირატოსება, ექსტრემალურად სწრაფი ოქსიდატური შრობა.
უპირატესობები:
- შექმნილია სპეციალურად, მეტალიზირებულ ქაღალდების და სხვა არაშეწოვადი მასალებისთვის;
- ექსტრემალურად სწრაფი ოქსიდატური შრობა;
- BIO-შემკვრელები – დაფუძნებულია ბუნებრივად განახლებად ნედლეულზე;
- ამობურცვის დაბალი დონე.
შრობის პარამეტრები: ექსტრემალურად სწრაფი ოქსიდატორი შრობა.
საბეჭდი ზედაპირები: მეტალიზირებული ქაღალდი და სხვა არაშეწოვადი მასალები. ძირითადად გირჩევთ ჩაატაროთ ცდები შრობის თვისებებთან დაკავშირებით, შესაბამის საბეჭდ ზედაპირზე.
შენიშვნები: როდესაც ბეჭდავთ პლასტიკურ მეტალიზირებულ მასალაზე, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ, ბეჭდვისას წყალი მივაწოდოთ რაც შეიძლება მცირე რაოდენობა. ზედმეტმა დანამვამ შესაძლოა საგრძნობლად შეანელოს, ზოგ შემთხვევებში კი შეაჩეროს შრობის პროცესი.
- ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ შრობის პროცესი ბეჭდვის დროს არ იწყება, შესაბამისად მისი შეჩერება თავიდან უნდა ავიცილოთ.
- დანამვის ხსნარის მჟავიანობა არ უნდა იყოს მაღალი, pH დონე დაახლოებით 5.5,
- იზოპროპილის სპირტი დანამვის ხსნარში დავამატოთ 10%-მდე.
- ანაბეჭდის რამდენიმე გატარების შემთხვევაში, ინტერვალი არ უნდა გრძელდებოდეს დიდხანს.
- პუდრის გამოყენება და მცირე დასტებად დალაგება აუცილებელია. ოთახის რეგულარული ვენტილაცია რეკომენდებულია.
- როგორც წესი, ბეჭდვისას უნდა გამოვიყენოთ მსხვილგრანულიანი პუდრა.
- შრობის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს.
- არ გამოვიყენოთ ჰერმეტული შეფუთვა.
- თავსებადია ISO 12647-2 სტანდარტის შესაბამისი ხარისხის ანაბეჭდის მისაღებად.
გამონაკლისი: არ გამოვიყენოთ კვების პროდუქტების შესაფუთად, ფუნქციონალური ბარიერის გარეშე.
დანამატები და შემანელებლები: საღებავი Novaplast® BIO შექმნილია ისე, რომ მისი შრობისთვის არ არის საჭირო დამატებითი საშუალებების გამოყენება. მინერალური ზეთების გამოყენება არ არის თავსებადი. რეკომენდაციას გაძლევთ Printing Oil L-ს Flint Group-ისგან.
დამატებითი ინფორმაცია: ვიდრე მეტალიზირებული ქაღალდზე ან სხვა არაშეწოვად მასალებზე ბეჭდვას დაიწყებდეთ, ყურადღება მიაქციეთ რეკომენდაციებს და ტექნიკურ მახასიათებლებს.