Novaplast Process Magenta

Novaplast Process Magenta

1.00
ერთეული : 1კგ ქილა

საღებავების სერია მეტალიზირებული ქაღალდის და სხვა არაშეწოვადი მასალებისთვის

სპეციალური და ძირითადი საღებავის სერია, ფურცლოვანი ოფსეტური ბეჭდვისთვის

პროდუქტის აღწერა:

  • Novaplast® BIO – ექსტრემალურად სწრაფი ოქსიდატორი შრობის საღებავია, – შექმნილია მეტალიზირებულ ქაღალდებზე და სხვა არაშეწოვად მასალებზე საბეჭდად, რომელიც მზადდება ბუნებრივად განახლებად ნედლეულზე.
  • იგი შეიცავს როგორც ძირითად Yellow, Magenta, Cyan ასევე 11 მონოპიგმენტურ, გამჭვირვალე თეთრს, დამფარავ თეთრს და ასევე შავ საღებავებს.
  • Novaplast® BIO – საღებავის ძირითადი უპირატოსება, ექსტრემალურად სწრაფი ოქსიდატური შრობა.

უპირატესობები:

  • შექმნილია სპეციალურად, მეტალიზირებულ ქაღალდების და სხვა არაშეწოვადი მასალებისთვის;
  • ექსტრემალურად სწრაფი ოქსიდატური შრობა;
  • BIO-შემკვრელები – დაფუძნებულია ბუნებრივად განახლებად ნედლეულზე;
  • ამობურცვის დაბალი დონე.

შრობის პარამეტრები: ექსტრემალურად სწრაფი ოქსიდატორი შრობა.

 

საბეჭდი ზედაპირები: მეტალიზირებული ქაღალდი და სხვა არაშეწოვადი მასალები. ძირითადად გირჩევთ ჩაატაროთ ცდები შრობის თვისებებთან დაკავშირებით, შესაბამის საბეჭდ ზედაპირზე.

შენიშვნები: როდესაც ბეჭდავთ პლასტიკურ მეტალიზირებულ მასალაზე, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ, ბეჭდვისას წყალი მივაწოდოთ რაც შეიძლება მცირე რაოდენობა. ზედმეტმა დანამვამ შესაძლოა საგრძნობლად შეანელოს, ზოგ შემთხვევებში კი შეაჩეროს შრობის პროცესი. 

  • ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ შრობის პროცესი ბეჭდვის დროს არ იწყება, შესაბამისად მისი შეჩერება თავიდან უნდა ავიცილოთ.
  • დანამვის ხსნარის მჟავიანობა არ უნდა იყოს მაღალი, pH დონე დაახლოებით 5.5,
  • იზოპროპილის სპირტი დანამვის ხსნარში დავამატოთ 10%-მდე.
  • ანაბეჭდის რამდენიმე გატარების შემთხვევაში, ინტერვალი არ უნდა გრძელდებოდეს დიდხანს.
  • პუდრის გამოყენება და მცირე დასტებად დალაგება აუცილებელია. ოთახის რეგულარული ვენტილაცია რეკომენდებულია.
  • როგორც წესი, ბეჭდვისას უნდა გამოვიყენოთ მსხვილგრანულიანი პუდრა.
  • შრობის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს.
  • არ გამოვიყენოთ ჰერმეტული შეფუთვა.
  • თავსებადია ISO 12647-2 სტანდარტის შესაბამისი ხარისხის ანაბეჭდის მისაღებად.

 

გამონაკლისი: არ გამოვიყენოთ კვების პროდუქტების შესაფუთად, ფუნქციონალური ბარიერის გარეშე.

დანამატები და შემანელებლები: საღებავი Novaplast® BIO შექმნილია ისე, რომ მისი შრობისთვის არ არის საჭირო დამატებითი საშუალებების გამოყენება. მინერალური ზეთების გამოყენება არ არის თავსებადი. რეკომენდაციას გაძლევთ Printing Oil L-ს Flint Group-ისგან.

დამატებითი ინფორმაცია: ვიდრე მეტალიზირებული ქაღალდზე ან სხვა არაშეწოვად მასალებზე ბეჭდვას დაიწყებდეთ, ყურადღება მიაქციეთ რეკომენდაციებს და ტექნიკურ მახასიათებლებს.