საღებავის შრობის საწინააღმდეგო სპრეი
შრობის საწინააღმდეგო საშუალება, გამოიყენება საღებავის ლილვებზე, დეკელზე და საღებავის კონტეინერში.
მისი მოქმედებით გამოირიცხება ჩამოსარეცხი საშუალების გამოყენება საბეჭდი მანქანის გაჩერებების დროს, ვინაიდან ხელს უშლის საღებავის შრობას. აგრეთვე, ხელს უშლის აპკის წარმოქმნას საღებავის კონტეინერში საბეჭდი მანქანის დიდი ხნით გაჩერების დროს (მთელი ღამით).
მისი საღებავის ზედაპირზე შესხურება ხდება ადვილად და სწრაფად.
ოპტიმალური შედეგის მისაღწევად, შევასხუროთ 30-45 მილიმეტრის დაშორებით.
ჰორიზონტალურ მდგომარეობაში შესხურება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ამ დროს, შეკუმშული ჰაერი გამოდის ხსნარის გარეშე.
საღებავის კონტეინერში საღებავზე შესხურებისას, მასზე აუცილებელია დაედოს საკმარისი რაოდენობა. საბეჭდ ლილვებზე შესხურებისას კი აუცილებელია ლილვების ცოტა ხანი ტრიალი, რათა ხსნარი თანაბრად გადანაწილდეს.
ტირაჟის გაშვებამდე აუცილებელია მცირე რაოდენობის მაკულატურის გაშვება, რადგან ლილვებიდან მოსცილდეს ის საღებავი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ამ ანტისიკატივთან.