დეკელის, ლილვების ღრმა წმენდა, რეგენერაცია
დეკელის და რეზინის ლილვების ღრმა წმენდის და რეგენერაციის საშუალება
Revitol-ი საბეჭდი დანადგარის რეზინის ლილვების და დეკელის რეგენერაციის და ღრმა წმენდის თხევადი საშუალებაა. ძალიან ეფექტური სპეციალური გამხსნელი საშუალებით, სრულად წმენდს რეზინის მიკროფორებს და უზრუნველყოფს ასევე ლილვებზე წარმოქმნილ ჭიქურის (კალიციუმის ნადების) მოხსნას.
არის მაღალი ხარისხის სწრაფად მოქმედი რეგენერატორი, რომელიც დეკელს და რეზინის ლილვებს უბრუნებს ელასტიურობას და ბარხატის ეფექტს (უსაფრთხოების დონე AII). არ იწვევს რეზინის შემობერვას და ზრდის მის მუშაობის ხანგრძლივობას.
რეკომენდებულია გამოყენებისას გვეცვას დამცავი ხელთათმანები.
სარეცხი საშუალებით ჩამოვრეცხვის შემდეგ Revitol-ს ვუსმევთ ლილვების მთელს სიგრძეზე და მანქანას ვრთავთ ფუჭ სვლაზე დაახლოებით 3-5 წუთით. შემდეგ ხელახლა უნდა ჩამოვრეცხოთ სარეცხი საშუალებით მაგალითად Varn® V 60 PLUS.