ლაქის ჩამოსარეცხი საშუალება
ლილვების და დეკელის სარეცხი საშუალება, ოფსეტური ბეჭდვის წყალდისპერსიულ ლაქებთან მუშაობის დროს
წყალდისპერსიული ლაქების ჩამორეცხვა შესაძლებელია წყლით ან წყალში გაზავებული იზოპროპილის სპირტით.
თუმცა რეცხვის დროის შემცირების და რეცხვის ხარისხის ასამაღლებლად უმჯობესია გამოიყენოთ Novaset 3380.
ძალიან სწრაფად და ხარისხიანად რეცხავს არამარტო ახალ, არამედ მიმხმარ ლაქსაც კი, ნებისმიერი ტიპის ზედაპირიდან (რეზინის, მეტალის).
თუ ლაქი ძალიან დიდხანს არ ჩამორეცხილა და ზედაპირზე წარმოიქმნა პრიალა შუშისებრი ფენა, სასურველია სარეცხი საშუალების ზედაპირზე უფრო დიდი ხნით გაჩერება.
მაგალითად ლილვი ჩავდოთ სარეცხ საშუალებაში, ან Novaset 3380-ში დასველებული ნაჭერი გავაჩეროთ ზედაპირზე.