გასამჟღავნებლად გამოიყენება პროცესორები, რომლებიც განკუთვნილია თერმული საბეჭდი ფირფიტებისთვის.
საბეჭდი ფირფიტები Saphira XP 100 სერტიფიცირებულია და დადასტურებულია კომპანია Heidelberg AG დანადგარებზე, Suprasetter-ზე გამოყენებისთვის.
აგრეთვე, საბეჭდ ფირფიტებმა გაიარეს წარმატებული ტესტირება მსოფლიოს სხვა წამყვანი მწარმოებლების დანადგარებზეც.
რეზოლუცია ტრადიციული რასტრის შემთხვევაში (450lpi) მიიღება 1-99%. შესაძლებელია FM და ჰიბრიდული რასტრების გამოყენება.
ტირაჟის გამძლეობა 250 000-მდე ანაბეჭდი, თერმოდამუშავების გარეშე. თერმოდამუშავებით კი 1 000 000 და მეტი (ტირაჟის მაქსიმალური გამძლეობა დამოკიდებულია გამჟღავნების და ლაზერის სიმძლავრის სწორ შერჩევასთან).
გამოიყენება როგორც რულონური, ასევე ფურცლოვანი ბეჭდვისთვის.
შენახვის ვადა: 18 თვე.
შენახვის პირობები: 5~40º C, ტენიანობა 40~80%
UV საღებავებთან თავსებადია მხოლოდ თერმოდამუშავების მერე.
გამჟღავნების, პროცესი:
გატარების პერიოდი: 25±5წმ
გამამჟღავნებლის ტემპერატურა: 26±1º C
გამამჟღავნებლის გაძლიერება დეველოპერის შემთხვევაში: 140~160 მლ/მ2 და 140~160 მლ/სთ
გამამჟღავნებლის გაძლიერება რეპლენიშერის შემთხვევაში: 70~90 მლ/მ2 და 70~90 მლ/სთ