
CtP Calcium Deglazer
1.00
ერთეული :
1ლ. ბოთლი
საბეჭდი ფირფიტების გამამჟღავნებლის ლილვებდან კალციუმის ამოსაყვანი საშუალება.
ნებისმიერი ტიპის საბეჭდი ფირფიტების გამამჟღავნებლის ლილვებდან ჭიქურის/კალციუმის მოსაშორებელი სპეციალური საშუალება.
პროდუქტის აღწერა:
- Varn® CtP Calcium Deglazer-ი სპეციალურად შექმნილია საბეჭდი ფირფიტების გამამჟღავნებელში წარმოქმნილი კალციუმის ნადების მოსაშორებლად.
- იგი საუკეთესო საშუალებაა გამამჟღვნებელის ლილვებზე, ცირკულაციის მილებზე, კბილანებზე, გამაცხელებელ ელემენტსა და სხვა ნაწილებზე წარმოქმნილი კალციუმის ნადების მოსაშორებლად.
- Varn® CtP Calcium Deglazer-ი იძლევა ვიზუალურ ეფექტს მისი გამოყენებისთანავე. ასუფთავებს ზედაპირს კალციუმისგან მანამ, სანამ ნადები სრულად არ მოშორდება ზედაპირს.
- მისი რეგულარული გამოყენება დაგეხმარებათ ნადების წარმოქმნის პროცესი მინიმუმამდე დაიყვანოთ, რომელიც ჩვეულებრივ წარმოიქმნება ფირფიტების გამჟღავნების პროცესში.
- Varn® CtP Calcium Deglazer-ი შეამცირებს დროს, რომელიც დანადგარის გაწმენდისთვისაა გამოყოფილი, რითაც დანადგარის დიდი ხნით გაჩერება აღარ მოხდება. გარდა ამისა, ლილვების ზედაპირი აღარ დაზიანდება უხეში წმენდვის გამო.
Varn® CtP Calcium Deglazer-ის თვისებები:
- მაღალეფექტური
- ამცირებს რეცხვის დროს
- ეკონომიური
- ამცირებს ავარიულ გაჩერებებს
- ლილვებისთვის უსაფრთხო
- ადვილად გამოყენებადი
უპირატესობები:
- ეფექტურად აშორებს კალციუმის ნადებს ძალდატანების გარეშე
- ძლიერი კონცენტრატი
- გამოსაყენებლად მარტივი
- ინარჩუნებს ლილვების ხარისხსა და ეფექტურობას
- ნადების შემცირება
- ეკონომიურობა
- ეფექტურია გამოყენებისთანავე
სარგებელი:
- ფირფიტების მაღალი წმენდის ხარისხი.
- ლილვების მომსახურების ვადის გაზრდა
- ხარჯეფექტური
- ამცირებს დანადგარის მოცდენის დროს
გამოყენება:
გამოყენებისთვის მზა საშუალება. დაასველეთ ნადებმოკიდებული ზედაპირი Varn® CtP Calcium Deglazer-ით , დაელოდეთ 5-10 წუთის განმავლობაში და შემდეგ გაწმინდეთ სუფთა ტილოს მეშვეობით. გაიმეორეთ მოქმედება იქამდე, ვიდრე სრულად არ მოშორდება ნადები ზედაპირს.
იდეალურად თავსებადია საბეჭდი ფირფიტების გამამჟღავნებლის დეტალებისთვის (ლილვები, ცირკულაციის მილები, კბილანები, გამაცხელებელ ელემენტი, მიმმართველები და ა.შ.). თავსებადია როგორც თერმული, ანალოგური და ასევე ფოტოპოლიმერული ტიპის გამამჟღავნებლებისთვის. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.