Novaset® 4400/40

Novaset® 4400/40

1.00
ერთეული : - კასრი
* წონა:

მქრქალი(მატი) წყალდისპერსიული ლაქი, დაბალი მიგრაციით, საკვები პროდუქტების შესაფუთი მასალების და ასევე კომერციული ბეჭდვისთვის.

 

ოფსეტური ბეჭდვის წყალდისპერსიული ლაქი

თვისებები:

  • Novaset® 4400/40 წარმოადგენს წყალდისპერსიულ გლუვ ლაქს, ძალიან სუსტი სუნით და დაბალი დონის მიგრაციით, რომელიც შექმნილია სპეციალურად საკვები პროდუქტების შეფუთვის შიდა და გარე ზედაპირებისთვის. იგი ასევე თავსებადია კომერციული ბეჭდვისთვის და შეფუთვებისთვის, რომლებიც არ გამოიყენება საკვები პროდუქტებისთვის. ლაქი სწრაფად შრება და წაშლისადმი ძალიან მდგრადია.
  • Novaset® 4400/40 ლაქის დამატებით უპირატესობა კარგი დამფარავი თვისება, სიგლუვის მაღალი ეფექტი და ასევე ნაბეჭდი პროდუქციის დასტებად უპრობლემოდ დალაგება.
  • საბეჭდი მასალიდან გამომდინარე, Novaset® 4400/40-ის გამოყენება შესაძლებელია ორმხრივი ლაქირებისთვისაც.
  • Novaset® 4400/40-ი თავსებადია, საკვები პროდუქტების შეფუთვის ზედაპირებისთვის, იგი პასუხობს ЕС 1935/2004 და 2023/2006 ნორმატივებს, და ასევე შეესაბამება შვეიცარიის კანონმდებლობას 817.023.21. ლაქის შემადგენლობაში არ შედის მინერალური ზეთები.

უპირატესობები:

  • ძალიან დაბალი დონის მიგრაცია და სუსტი სუნი;
  • თავსებადია როგორც ცხიმიან, ასევე მყარ საკვებ პროდუქტებთან პირდაპირი კონტაქტისთვის;
  • აკმაყოფილებს წყალდისპერსიული ლაქების სტანდარტებს, რომლებიც თავსებადია საკვები პროდუქტების შესაფუთი მასალებისთვის;
  • წაშლისადმი მაღალი მდგრადობა;
  • თავსებადია ორმხრივი ლაქირებისთვის;
  • მაღალი სიგლუვის ეფექტი;
  • აქვს ძალიან კარგი დამფარავი თვისებები;
  • გამოყენებაში ძალიან ეკონომიური.

მყარი ნაწილაკები: 33-37%

საბეჭდი მასალა: შესაფერისია ცარცის და მუყაოს ქაღალდისთვის.

გამოყენება: საბეჭდი მანქანის ლაქირების სექცია

ფირის სიმკვრივე: 3 – 6 გრ/მ2 სველი დადებით

შრობა: ბუნებრივი, გაძლიერებული ცხელი ჰაერის კომბინაციით და ინფრაწითელი დაშუქებით

სიბლანტე: 40 წმ. / 4 მმ DIN კუბ. / 20°C

გაწმენდა: სწრაფი ჩამორეცხვა წყლით.

შენიშვნა: გამოყენებამდე კარგად აურიეთ!
გამოიყენეთ მხოლოდ დამფარავი საღებავები!
გასათვალისწინებელია სპირტის და ტუტეების მიმართ მდგრადობა.

შენახვის პირობები: არ დაუშვათ ლაქის გაყინვა. დაიცავით გადახურების და მზის შუქის პირდაპირი მოხვედრისგან. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, +5-დან +30°С-მდე.

სპეციალური შენიშვნები: სუსტი სუნის და წაშლისადმი ძლიერ მდგრადობის შესანარჩუნებლად, პროდუქტი არ შეიცავს შრობის შემანელებელ, აქაფების საწინააღმდეგო და სხვა დანამატებს. გამონაკლისია მხოლოდ წყალი, რომელიც ემატება სიბლანტის დასარეგულირებლად. ცხადია, – კვების პროდუქტების შეფუთვების წარმოებისთვის, მხოლოდ ისეთი მასალების გამოყენებაა საჭირო, რომლებიც თავსებადია ამ სფეროში გამოსაყენებლად.

იმ შემთხვევაში, როდესაც ლაქის სექციაში Novaset® 4400/40-მდე გამოიყენებოდა ლაქი დაბალი მიგრაციის თვისების გარეშე, მაშინ აუცილებელია კარგად ჩამოირეცხოს მანქანა, რათა სრულად გაიწმინდოს ძველი ლაქისგან. ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ მხოლოდ სარეცხი ხსნარები, რომლებიც თავსებადია დაბალი მიგრაციის თავსებადობით. რეცხვის ციკლის დასრულების შემდეგ აუცილებელია სუფთა წყლით ჩამორეცხვაც.

სერტიფიკატი: Novaset® 4400/40-ს აქვს სერთიფიკატი ISEGA (პირდაპირი კონტაქტი მყარ და ცხიმიან საკვებ პროდუქტებზე). აღნიშნულ სერთიფიკატს მოთხოვნისთანავე გამოგიგზავნით.