მრავალფუნქციური, ოპტიმალური მიდგომა ISO 12647-2 სტანდარტისკენ.
K+E® ფურცლოვანი ოფსეტური ბეჭდვის სტანდარტული საღებავები
პროდუქტის აღწერა:
- Novastar® F 908 LOW TACK BIO არის მრავალფუნქციური სერიის საღებავი,
- რომელიც დაფუძნებულია განახლებად ნედლეულზე და არ ხმება საღებავის კონტეინერში.
- იგი თავსებადია, როგორც ცალმხრივი ასევე ორმხრივი მრავალფერიანი საბეჭდი დანადგარებისთვის.
- Novastar® F 908 LOW TACK BIO-ს უპირატესობებია წყლის და საღებავის საუკეთესო სტაბილურობა, სწრაფი ბეჭდვის შემდგომი გადამუშავება, საღებავის სწრაფი დაფიქსირება და ასევე ISO 12647-2 სტანდარტით ბეჭდვის თავსებადობა.
უპირატესობები:
- ძალიან კარგად თავსებადია ყველა ტიპის ზედაპირისთვის – ასევე მგრძნობიარე ქაღალდებისთვის;
- მრავალფუნქციური სერიის უნივერსალური საღებავი;
- ბეჭდვის შესანიშნავი შედეგი ორმხრივი გატარების დროსაც;
- უახლესი ტექნოლოგიის, წყლის და საღებავის შემკვრელი სტაბილურობის სისტემა;
- ბეჭდვის პროცესის უმაღლესი სტაბილურობა;
- ძალიან მაღალი სიპრიალე;
- წაშლისადმი ძალიან მაღალი მდგრადობა.
შრობის პარამეტრები: Duct-fresh (საღებავი არ ხმება საღებავის კონტეინერში).
ზედაპირები: იდეალურია პრიალა და გლუვი ცარცის ქაღალდებისთვის, ასევე არაცარცის მუყაო და ქაღალდებისთვის.
შენიშვნები: ოპტიმიზებულია საღებავების სტაბილურობა და Novastar® F 908 LOW BIO TACK-ის თანაფარდობა ბეჭდვის ISO 12647-2 სტანდარტთან, რომელიც პასუხობს ოფსეტური ფურცლოვანი ბეჭდვის სტანდარტიზაციის მაღალ მოთხოვნებს. აღნიშნული სერიის საღებავი, იდალურად თავსებადია ყველა ტიპის ზედაპირებისთვის, განსაკუთრებით კი მგრძნობიარე ქაღალდებისთვის.