საღებავის შრობის დამაჩქარებელი და მისი წაშლისადმი მდგრადობის გასაუმჯობესებელი საშუალება
გამოყენება
გამოიყენება ოფსეტური და მაღალი ბეჭდვის სამუშაოებისთვის, რომლის დროსაც საჭიროა საღებავის სწრაფი და საიმედო დაფიქსირება და ასევე საღებავის ფენის წაშლისადმი კარგი მდგრადობა.
თავსებადია ოქსიდატური ტიპის შრობის საღებავებისთვის.
თვისებები
საღებავის შრობის დამაჩქარებელი და ანაბეჭდების ერთმანეთზე მიწებების საწინააღმდეგო პასტა.
ძირითადი ფუნქციები
აჩქარებს ოქსიდატური შრობის საღებავის პოლიმერიზაციას აქტიური ჟანგბადის გამოყენებით.
ხელს უწყობს საღებავის ფიქსირებას ისეთ მასალებზე, როგორიცაა ფირი და მეტალიზირებული ქაღალდი, რომელებიც არ იწოვენ საღებავს.
საღებავის აპკის სწრაფი წარმოქმნის გამო, ფენა ხდება წაშლისადმი ბევრად უფრო მდგრადი.
არ შრება საღებავის ქილაში, არ წარმოიქმნება აპკი საღებავის კონტეინერში და ძალიან ეკონომიურია.
რეკომენდებულია ოქსიდატური შრობის საღებავებისთვის, ნებისმიერი ტიპის ზედაპირზე ბეჭდვის დროს.
მუყაოს ყუთებზე და შესაფუთ მასალებზე
ნებისმიერი პოლიმერულ და ფოლგის ზედაპირებზე
ქაღალდზე რომელიც შეიცავს ან შედგება სინთეტიკური ბოჭკოებისგან.
მეტალიზირებულ ქაღალდზე ან მუყაოზე ან პიგმენტირებული საღებავით დაფარულ ზედაპირზე მაგალითად ქრომოლუქს-მეტალიკი.
მეტალიზირებული საღებავით ან ჩვეულებრივი საღებავით, მეტალიზირებულ ზედაპირზე ბეჭდვის დროს.
მქრქალი (მატი) ცარცის ქაღალდზე
რეკომენდებული დოზირება
1–3% საღებავის წონიდან გამომდინარე. მაღალპიგმენტირებული საღებავის დროს 0,5%-მდე საღებავის წონის მიხედვით. ყურადღება მიაქციეთ დოზირებას! თუ დოზირება გადაჭარბებულია შესაძლოა უკუეფექტის მიღება – საღებავის შენელებული შრობა!
შენახვის პირობები
ინახება მშრალ და კარგად განიავებად ოთახში. დავიცვათ ყინვისგან! 40°С გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე დიდხანს არ შეინახოთ. არ დავუშვათ კონტაქტი ძლიეროქსიდატურ მასალებთან, რადგან შესაძლოა ქიმიური რეაქციის დაწყება.