V 60 PLUS

V 60 PLUS

1.00
ერთეული : ლ.
* ზომა:

ლილვების და დეკელის უნივერსალური სარეცხი საშუალება

 

აღწერა:

Varn®V-60 Plus ეფექტურად რეცხავს საბეჭდი დანადგარის რეზინის ლილვებს და დეკელს ნარჩენი საღებავისგან ისე, რომ მათ არ აზიანებს. იგი უნივერსალურია როგორც ხელით რეცხვისას, ასევე ავტომატური სარეცხი სისტემებისთვის. თავსებადია თითქმის ყველა საბეჭდი მანქანების ავტომატური სარეცხი სისტემებისთვის. არ იწვევს ლილვების და დეკელის გაბერვას და მისი სტრუქტურის დაზიანებას. პირიქით, მისი სისტემატიური გამოყენებით იზრდება მათი ექსპლუატაციაში მუშაობის ვადა. Varn®V-60 Plus -ში შესაძლებელია 50%-მდე წყლის დამატება. აღნიშნული სარეცხი საშუალება FOGRA*-ს ყველაზე მკაცრ მოთხოვნებსაც კი პასუხობს.

გამოყენება:

საბეჭდი მანქანის დეკელის ხელით რეცხვისას, გაჟღინთეთ ღრუბელი სარეცხი სითხით V-60 Plus, ისე რომ არ წვეთავდეს და შემდეგ დაიტანეთ ოფსეტური ცილინდრის დეკელზე. ვტოვებთ რამდენიმე წამს და შემდეგ ვწმინდავთ წყლიანი ნაჭრით ან ღრუბლით. შემდეგ კი, უკვე იწმინდება მშრალად. 

ავტომატური სარეცხი სისტემის შემთხვევაში, დეკელის რეცხვა იმართება საბეჭდი მანქანის პულტიდან. შეგვყავს შესაბამისი მონაცემები: საჭირო რაოდენობის წლის, სარეცხი სითხის და რეცხვისთვისთვის საჭირო დრო. საბეჭდი მანქანის სიჩქარე რეცხვის პერიოდში, არ უნდა აღემატებოდეს 7000 ფურც/სთ-ში. რეცხვის ხანგრძლივობაა 6-8 წუთი.

რეზინის ლილვების რეცხვის შემთხვევაში, საბეჭდი დანადგარის ფუჭი სვლის რეჟიმში, ლილვის 2/3 სიგრძეზე დაიტანეთ სარეცხი საშუალება V-60 Plus. 10 წამის შემდეგ, რეზინის ჩამოსარეცხი რაკელი, მოიყვანეთ მუშა მდგომარეობაში. საღებავი მოცილების შემდეგ, რეზინის ლილვები ჩამორეცხეთ წყლით. 

რეზინის ლილვების რეცხვის შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ ლილვებს შორის დაწნევის ზომას. დიდი დაწნევის შემთხვევაში, მათი შეხების ადგილიდან გამოიდევნება სარეცხი სითხე, რაც ხელს უშლის ლილვების კარგად რეცხვას. ხოლო, ლილვების სუსტი (არასაკმარისი) დაწნევის შემთხვევაში კი, სარეცხი სითხე რჩება ლილვის ზედაპირზე, რაც ხელს უშლის შემდგომ ბეჭდვას.

რეზინის ლილვის სისუფთავის დადგენა შესაძლებელია მასზე თითის მიწოლით და გასმით მისი ერთი ნაპირიდან ცენტრისკენ. თუ თითი ადვილად ცურავს ლილვის ზედაპირზე, მაშინ ის საკმარისად სუფთაა.

 


*FOGRA გრაფიკული ტექნოლოგიების ასოციაციაა, რომლის მთავარი მიზანია პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოკვლევა და მათი პრაქტიკულად გამოყენება. FOGRA-ს მიერ ჩატარებული ტესტირების შედეგად დადასტურებული საბეჭდი ქიმიკატები, რომლებიც კეთდება პოლიგრაფიის წარმომადგენლებთან (Heidelberg, KBA და Manroland) თანამშრომლობით, უზრუნველყოფენ მაქსიმალურ ეფექტურობას.